|
2016-03-09 13:04:08, 486 ნახვა
პოლიტიკა
ავიაკომპანია Dniproavia ფრენებს ბათუმში მაისიდან განაახლებს
ზაფხულის სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Dniproavia განაახლებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ავიაკომპანია აჭარაში ფრენების განხორციელებას დნეპროპეტროვსკიდან და ოდესიდან გეგმავს. „რეგულარული ფრენები დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის მიმართულებით 1 მაისიდან კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება, რასაც ზაფხულის სეზონზე კიდევ ორი ავიარეისი დაემატება. ავიაკომმპანია Dniproavia დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამჯერ: ოთხშაბათობით, ხუთშაბათობითა და პარასკეობით იფრენს. 1 ივნისიდან იგეგმება ფრენების განხორციელება ოდესიდან და ავიარეისი ოდესა-ბათუმი-ოდესა კვირაში ორჯერ ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ამ ეტაპზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით მხოლოდ ავიაკომპანია Yanair დაფრინავს, რომელიც ზაფხულში კიევისა და ოდესის გარდა რეგულარული ფრენების შესრულებას ხარკოვიდანაც გეგმავს. უკრაინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2013 წლიდან ახორციელებს. წლიდან წლამდე იზრდება აჭარაში უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობაც. გასულ წელს რეგიონს უკრაინიდან 24 587 ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1, 5 % მეტია. უკრაინა აჭარაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილზეა“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)