|
2025-02-18 09:43:18, 456 ნახვა
ეკონომიკა
მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ქართველებმა 2027 წელს გასამართი მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვეს. ბორჯღალოსნებმა A ჯგუფის სამივე შეხვედრა - შვეიცარიასთან, ნიდერლანდებთან და ესპანეთთან დიდი უპირატესობით, ბონუსებით მოიგეს და 15 ქულა დააგროვეს. ესპანეთთან გასვლით მატჩში, რამდენიმე საინტერესო და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნა დავით ნინიაშვილმა და ის გუნდის 36-ე კაპიტანი გახდა. მეორე ტაიმის 45-ე წუთზე კი, აკა ტაბუცაძემ ნაკრებში თავისი 46-ე ლელო გაიტანა. ამ ლელოთი ტაბუცაძე მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ტოპ 10-ში შევიდა. ქართველი მორაგბე ახალზელანდიელებს - ჯულიან სავეას, კრისტიან ქალენსა და ჯო როკოთოკოს გაუთანაბრდა. საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში უელსთან უპირატესობა გაზარდა. ესპანეთთან დადებული 10 ლელოს წყალობით, რიჩარდ ქოქრილის გუნდს კლასიფიკაციაში 0.84 ქულა მოემატა და 74.69 ქულა დაუგროვდა. ახლა, ქართველები უელსელებს 0.94 ქულით უსწრებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი 2 მარტს, თბილისში გაიმართება და ბორჯღალოსნები ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს შეერკინებიან. მეორე ნახევარფინალში კი, პორტუგალია ესპანეთს დაუხვდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მეტოქეს კვლავ სამშობლოში უმასპინძლებს. წელს, 10 წელი ხდება, რაც თიბისი ქართული რაგბის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მომავალზე სწორება და რაგბის განვითარების ხელშეწყობა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელსვე, პირველად ისტორიაში, საქართველოს 7-ქალა ნაკრები ევროპის 12-გუნდა ელიტაში მოსინჯავს ძალებს. ახალი წარმატებების, ახალი ისტორიის შექმნის მოლოდინში, მნიშვნელოვანი წელი გველოდება. #ერთადგავიმარჯვებთ
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)