2025-02-17 17:50:00, 329 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის შეხვედრა „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ გაიმართება
![]() საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება. ღონისძიება 19 თებერვალს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ყაზბეგის #15-ში გაიმართება. შეხვედრაზე EBIT Group-ის მმართველი პარტნიორი, ვლად ბეჯაშვილი ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბიზნეს პარტნიორის შერჩევა, თუ როგორ უნდა განაწილდეს ვალდებულებები ბიზნეს ურთიერთობებში, როგორ დამენეჯმენტდეს ბიზნესის მართვაში ჩართულობა და როლები. გარდა ამისა, განიხილავს ვის რა როლი ეკისრება საოპერაციო ნაწილში და რამდენად მნიშვნელოვანია საწყის მოლაპარაკების ეტაპზე ამ დეტალების გავლა და შეთანხმება. „საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის დაწყებასთან და მის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს ღონისძიებების ერთ-ერთი შეხვედრა ამ თემას დავუთმეთ. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ ბიზნესის დაწყებასთან და მის წარმატებით მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების საჭიროებებს და იმ სერვისებს ვთავაზობთ, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და წელსაც აქტიურად ვგეგმავთ მსგავსი, ბიზნესის განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე. ინფორმაციისთვის, ბიზნეს შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაშირუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|