23:02 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 16:22:19, 561 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც საუდის არაბეთშია დაგეგმილი, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა უკრაინა მონაწილეობას საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაში.

„უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. უკრაინა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს. ვერ ვაღიარებთ ვერანაირ შეთანხმებას ჩვენს გარეშე. ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ხვალ საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება, რომელზედაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics