09:28 - 14 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 16:20:41, 477 ნახვა

ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო Facebook-რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს

საპენსიო სააგენტო, რომელსაც პარლამენტმა საქართველოს მოსახლეობის პენსიების დაგროვება ანდო, 2025 წელს Facebook-რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს. ინფორმაცია გამოქვეყნდა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

„სოციალურ ქსელ Facebook-ს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. გამომდინარე აქედან, სწორედ ამ ქსელშია არასწორი ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი, შესაბამისად საჭიროა მოცემული ქსელით სააგენტოს მიერ გავრცელებული რეალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა“, - წერია საპენსიო სააგენტოს დასაბუთებაში, რომლითაც რეკლამაში ფულის დახარჯვაზე ნებართვას ითხოვს.

საპენსიო სააგენტო 2018 წელს შეიქმნა. საკანონმდებლო ცვლილებებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა დასაქმებულს ხელფასიდან ეჭრება 2%, ამდენივეს იხდის მისი დამსაქმებელი, ნაწილს კი - სახელმწიფო (მოქალაქის შემოსავლიდან გამომდინარე). დაგროვებულ თანხას სააგენტო სხვადასხვა რისკის პორტფელში ინვესტიციის სახით დებს.

2025 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაერთიანებულია 1,6 მილიონამდე ადამიანი. საპენსიო სააგენტოს აქვს 6,3 მილიარდი ლარის აქტივები, საიდანაც ამონაგები 1,54 მილიარდი ლარია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics