|
2025-02-14 15:14:30, 390 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის ერთიანი სივრცე შექმნა
საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნასა და გაზიარებას აგრძელებს. იმისთვის, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის საჭირო არასაბანკო სერვისისა თუ პროდუქტის მოძიება მაქსიმალურად მარტივად იყოს შესაძლებელი, ბანკმა ბიზნეს 360° შეიქმნა. ეს არის ციფრული პლატფორმა, სადაც ბიზნესის განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გაერთიანებული. პლატფორმა აერთიანებს:
პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ასევე ბიზნესსიახლეების გამოწერა. გარდა ამისა, საინტერესო ბიზნესისტორიებისა თუ შესაძლებლობების ბლოგის მეშვეობით გაცნობა. „საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური და ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების შექმნა, რომელიც ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურობას გაამარტივებს. ამასთან, დაეხმარება დროისა და რესურსების დაზოგვაში. ბიზნეს 360° ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს ერთ სივრცეში, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვქმნით - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა. ვფიქრობთ, ამ პლატფორმის დახმარებით, ბიზნესები შეძლებენ, უფრო ეფექტიანად გაუძღვნენ საკუთარ საქმიანობას, ეფექტურად განკარგონ დრო და კიდევ უფრო გააძლიერონ ბიზნესი“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. ბიზნეს 360°-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და პლატფორმაზე არსებული შესაძლებლობებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
კახა კალაძე BBC-ის რესპოდენტებზე : ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა თავისი ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
Axios-მა ზელენსკის, ვიტკოფსა და კუშნერის საუბრის დეტალები გაავრცელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)