2025-02-14 10:46:52, 299 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს პროექტების მართვის კურსი დაემატა
![]() საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს ახორციელებს. მათ შორის, უკვე არაერთი წელია, ქმნის და აძლიერებს ონლაინ კურსების პლატფორმას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. პლატფორმა Businesscourse.ge უფასო სასწავლო პროგრამებს აერთიანებს და დამწყები თუ გამოცდილი ბიზნესების საჭიროებებს პასუხობს. პლატფორმაზე კურსები რეგულარულად ემატება და მათი რიცხვი 50-ს აჭარბებს. ახლახან კი მათ კიდევ ერთი კურსი - პროექტების მართვა დაემატა. ახალ კურსში განხილულია ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა პროექტის მნიშვნელობა ბიზნესში, პროექტის მართვის ინსტრუმენტები, პროექტის ინიცირება, საჭირო ეტაპები - ბიუჯეტის დაგეგმვიდან წესდების შემუშავებამდე და სხვა. კურსს უძღვება პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე. კურსი შვიდი ვიდეოლექციისგან შედგება, მისი გავლა 24/7-ზე შეუძლია არა მხოლოდ ბიზნესში აქტიურად ჩართულ ადამიანებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი ადგილიდან. “საქართველოს ბანკისთვის ბიზნეს განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მუდმივად მზარდია საგანმანათლებლო პროგრამებისადმი ინტერესი, რასაც ჩვენ Businesscourse.ge-ით და სხვა ინიციატივებით მუდმივად ვპასუხობთ. მხოლოდ გასულ წელს კურსები 15 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. რაც მთავარია, ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, შემდგომში კი მათზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ვქმნით. მათ შორისაა ახალი კურსიც პროექტების მართვის შესახებ. ვიმედოვნებთ, ის საინტერესო იქნება ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და მათ საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს
საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი, დღეს გამოცხადდება
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაშირუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|