2025-02-13 14:07:51, 310 ნახვა
ეკონომიკა
„Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Zeekr 009 წარუდგინა
![]() Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე ელექტრომობილს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს 140-კილოვატიანი CATL-ის ბატარეა, რომელიც ერთი დამუხტვით რეკორდული მანძილის, 830 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობას ქმნის. 0-დან 80%-მდე დამუხტვა კი, DC სწრაფი დამტენის გამოყენებით, მხოლოდ 25 წუთშია შესაძლებელი. გიორგი შაქარაშვილი, „Zeekr საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „Zeekr საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, თუმცა შევძელით, რომ ამ მცირე დროში ჩვენი მომხმარებლისთვის არაერთი სიახლე შეგვეთავაზებინა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს და ვსწავლობთ მომხმარებელთა განწყობებს. ამჯერად გადავწყვიტეთ, წარვადგინოთ Zeekr 009, რომელიც ბევრი მიმართულებით არის გამორჩეული. მათ შორისაა ტევადობა. მოცულობიდან გამომდინარე, ელექტრომობილი იდეალურია სასტუმრო სერვისებისთვის, ტურიზმის სფეროსა და VIP მომხმარებლებისთვის. ინდივიდუალურად არის შესაძლებელი კონფიგურაციების შემუშავება - სალონის ფერის, ადგილების რაოდენობის, ბატარეის მოცულობის მიხედვით“. 790 ცხენის ძალის მქონე Zeekr 009 100 კმ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.9 წამში ახერხებს. თავის კლასში ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი აღჭურვილია მაღალი ხარისხის მუდმივი მაგნიტის სინქრონული ელექტროძრავის სისტემით, რომელიც SiCk სილიკონის კარბიდის მართვის ტექნოლოგიას ეფუძნება. ულტრათანამედროვე ელექტრომობილში გამოყენებულია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები – ადაპტირებული კრუიზკონტროლი, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, ზოლიდან გასვლის გაფრთხილება, ბრმა წერტილების კონტროლი, ავტომატური დამუხრუჭება და 360-გრადუსიანი კამერის სისტემა. შვიდი 8-მეგაპიქსელიანი HD კამერა, ოთხი 2-მეგაპიქსელიანი გარე ხედვის კამერა და ერთი 250-მეტრიანი ულტრა ხანგრძლივი დიაპაზონის რადარი გზის ხედვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. Zeekr 009 გამორჩეულია ექსტერიერითა და ინტერიერით. პანორამული ლუქის მქონე ელექტრომობილი აღჭურვილია Nappa ტყავის 7-ფენიანი სავარძლებით. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის 12 სმ სისქის ბალიშები, ჭერისა და გვერდითი კარის განათება. ექსკლუზიური ციფრული სისტემა მგზავრებს გართობის მრავალფეროვან საშუალებასაც სთავაზობს. 39.6-სანტიმეტრიანი, 5-საფეხურიანი დახრილი ეკრანი და 20 Yamaha hi-fi ხმის გამაძლიერებელი უნიკალური ხმის ჟღერადობას უზრუნველყოფს. დამატებით კომფორტს ქმნის ჩაშენებული მაცივარი. Zeekr 009-ის წინასწარი შეკვეთა ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე შესაძლებელია. 4 ფერში (შავი, ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი) წარმოდგენილი, 7-ადგილიანი ელექტრომობილის საბაზრო ღირებულება 70 000-დან 83 000 დოლარამდე ეკვივალენტით ლარში მერყეობს. თუმცა ავტომობილის საბოლოო ღირებულებას მისი მახასიათებლები და კონფიგურაცია განსაზღვრავს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია “Zeekr საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაშირუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|