09:35 - 14 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 10:31:08, 314 ნახვა

ეკონომიკა
როგორ ვითარდება საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კავშირი

საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობები წლების განმავლობაში ვითარდებოდა. დღეს, საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და ისრაელში მიმდინარე ომის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის ტურიზმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადები მაინც მზარდია.

როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობები და რა მაჩვენებლები გვაქვს 2024 წელს ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.

როგორია საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობები?
ინვესტიციები

ისრაელური ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა. იმ დროისთვის პირდაპირი ისრაელური ინვესტიციები მცირე იყო, თუმცა წლების განმავლობაში ინტერესი რიცხვებთან ერთად იზრდებოდა. რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს შემოვიდა, რაც $37.6 მილიონს შეადგენდა. 2022 წელს კი ინვესტიციის მოცულობა $35.6 მილიონი იყო. 2023 წელს პირდაპირი ისრაელური ინვესტიციის მოცულობა $24.4 მილიონამდე შემცირდა, 2024 წლის პირველ 9 თვეში კი $24.4 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით [$17.2 მლნ] გაზრდილი მაჩვენებელია. 2024 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური სტატისტიკა მარტში გახდება ცნობილი.

ფულადი გზავნილები

საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეექვსე ადგილს იკავებს. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ისრაელიდან ფულადი გზავნილების გადმორიცხვები ყოველწლიურად იზრდებოდა.

2024 წელს საქართველოში ისრაელიდან $248.5 მილიონი გადმოირიცხა, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ასეთია:

2020 წელი - $156.8 მლნ;

2021 წელი - $186.7 მლნ;

2022 წელი - $199 მლნ;

2023 წელი - $215.1 მლნ;

2024 წელი - $248.5 მლნ;

ვაჭრობა

საქართველო-ისრაელის ვაჭრობის სტატისტიკა არც ისე მოცულობითია და წლების განმავლობაში ხან მცირდებოდა, ხან კი იზრდებოდა. 2024 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 61%-ით 59.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ისრაელთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძირითადი ადგილი ექსპორტს უკავია.

2024 წელს საქართველომ ისრაელში საქონლის გაყიდვით $37 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 79%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან ისრაელში თხილისა და ხილის წვენების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

თხილი და სხვა კაკალი - $4 მილიონი, 485 ტონა;
ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $4 მილიონი, 2 344 ტონა;
ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $2.6 მილიონი, 305 ტონა;
რადიოსატელეფონო გადამცემი აპარატურა - $2.6 მლნ, 5 ტონა;
აზოტოვანი სასუქები - $1.8 მლნ, 6 847 ტონა;
ოპტიკური ელემენტები - $1.8 მლნ, 2 ტონა;
მინერალური და მტკნარი წყლები - $1.6 მლნ, 2 010 ტონა;
ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან - $1.4 მლნ, 71 ტონა;
საფრენი აპარატების ნაწილები - $1.4 მლნ, 5 ტონა;
ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - $1.3 მლნ, 8 ტონა;
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს ისრაელიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი 38%-ით 22.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. იმპოტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $2.5 მლნ, 3 447 ტონა;
კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - $1.9 მლნ, 54 ტონა;
ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $1.7 მლნ, 755 ტონა;
საფრენი აპარატების ნაწილები - $1.7 მლნ, 5 ტონა;
ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - $1.3 მლნ, 9 ტონა;
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის - $1.1 მლნ;
ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები - $1 მლნ, 2 ტონა;
ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან - $909 ათასი, 333 ტონა;
სამაგრი არმატურა, ფურნიტურა - $765 ათასი, 1 ტონა;
მედიცინასა და არმატურაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - $590 ათასი, 12 ტონა.
ტურიზმი

2024 წელს საქართველოში შესრულებული ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეოთხე ადგილს იკავებს. მას რუსეთი, თურქეთი და სომხეთი უსწრებენ. გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 310 982 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 43.3%-ით




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა - პუტინის პოზიცია ტრამპს რთულ მდგომარეობაში აყენებს - WSJ
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics