09:28 - 14 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 16:11:16, 307 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ელექტრონული კომერციის კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო პლატფორმაზე  

Businesscourse.ge ახალი კურსების დამატებას აგრძელებს.

პლატფორმას ახლახან დაემატა კურსი - „ელექტრონული კომერცია“, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამ სფეროში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

კურსის გავლის შედეგად გაიგებთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომელი პლატფორმები უნდა გამოიყენოთ, რაში დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მარკეტინგი და სხვა.

„ელექტრონული კომერცია ციფრული ეპოქის ეკონომიკური საფუძველია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს ერთმანეთთან აკავშირებს და მას ერთ გლობალურ ბაზრად აყალიბებს. ელექტრონული კომერცია ფილოსოფიაა, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრების, ურთიერთობისა თუ მუშაობის წესი. ამ სფეროში ინოვაცია ხვდება ტექნოლოგიებს, იდეები გარდაიქმნება პროდუქტებად, მცირე სტარტაპებს კი ეძლევათ შესაძლებლობა, გლობალურ ბრენდებად იქცნენ“, - ამბობს მენტორი, თორნიკე აფხაზი.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ელექტრონული კომერციის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს, გავუზიაროთ საგანმანათლებლო ინსტრუმენტები, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარ საქმიანობაში ინოვაციური მეთოდები დანერგონ. ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი დარგია, აღნიშნული კურსით კი ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ბიზნესებს, გაეცნონ მის საფუძვლებს და დაგეგმონ მომდევნო ნაბიჯები საკუთარი ელ. კომერციის პლატფორმებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი უფასო პლატფორმაა, რომელზეც კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ლექციების ფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. ბიზნეს კურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360-ის  შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ  შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics