2025-02-11 17:40:36, 335 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი „სხვა სამყარო“ sCoolApp-ში მეორე სეზონით დაბრუნდა
![]() საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილ sCoolApp-ში "სხვა სამყარო" ახალი, მეორე სეზონით დაბრუნდა. „სხვა სამყარო“, ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი, საინტერესო მოვლენებით სავსე მეტავერსია, სადაც მომხმარებელი უამრავ პერსონაჟს ხვდება და მათთან ერთად სხვადასხვა მისიას ასრულებს. თამაშში მოსწავლეები “სხვა სამყაროს” ისტორიას უნიკალური პერსონაჟებით, ილუსტრაციებით და ანიმაციებით ეცნობიან. ისინი ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს პასუხობენ, რომლებიც ეტაპობრივად ეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს — გლითერებს იღებენ, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ავატარებს ააწყობენ. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები ეხმარებიან, გაერკვნენ თამაშის წესებში, შეასრულონ დავალებები - სახალისო, შემეცნებითი და ფინანსური განათლების გარშემო შექმნილი მისიები. თამაშის მეორე სეზონი უკვე დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ამისთვის მხოლოდ საქართველოს ბანკის პირველი საბავშვო აპლიკაციის - sCoolApp-ის სმარტფონში ქონაა საჭირო. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც Android, ასევე iOS მოწყობილობებზე. აღსანიშნავია, რომ BOG sCoolApp –ს ყოველთვიურად 100,000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსებს კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ. ამ ყველაფერთან ერთად კი, სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან. BOG sCoolApp-ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა, მოსწავლემ მიუთითოს მშობლის მონაცემები და მშობელმა დაადასტუროს sCoolApp-ის აქტივაცია საკუთარი მობილბანკიდან.
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს
საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი, დღეს გამოცხადდება
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაშირუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|