|
2016-03-06 15:11:43, 337 ნახვა
პოლიტიკა
აქცია "არა გაზპრომს" დასრულდა
მთავრობის ადმინისტრაციასთნ მიმდინარე აქცია "არა გაზპრომს" შეძახილებით "წაგაზპრომდი" დასრულდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. აქცია უდიდესი რუსული კომპანიის, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელის, "გაზპრომის" წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა და მას ცნობილი სახეებიც შეუერთნდენ. აქცია რუსეთის საელჩოსთანაც დასრულდა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის აქციის პარალელურად დაიწყო. შეგახსენებთ, საქართველო „გაზპრომთან“ წლების განმავლობაში არსებული კონტრაქტის პირობებში რჩება, რაც ნედლეულის სახით 10 % ბუნებრივი აირის მიღებას გულისხმობს. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. „რაც შეეხება „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებას, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული. ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ბოლო ჩვენი შეთავაზება, გაგაცნობთ შეთავაზების პირობებს, რომელიც იქნა ქართული მხარისგან გაჟღერებული, ეს არის - დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ 10% მივიღოთ ნედლეულის სახით ბუნებრივი აირი “,- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ "გაზპრომისგან" დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღება ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს მოაწერეს ხელი. „ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს. საქართველო ბუნებრივი აირის დამეტებით მოცულობებს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად, აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა. გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა“, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)