|
2016-03-06 14:13:15, 470 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია "არა გაზპრომს" მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციასთან " ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, უდიდესი რუსული კომპანიის, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელის, "გაზპრომის" წინააღმდეგ აქცია იმართება. აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ.როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაშაძემ განაცხადა, "გაზპრომი" ესაა ტოტალიტარული რუსეთის მძლავრი იარაღი სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად" "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მოვედი ჩემს შვილთან ერთად. მეორეც და მესამეც შემოგვიერთდება. მთავარია არა "გაზპრომს". "გაზპრომი" არის ტოტალიტარული რუსეთის მძლავრი იარაღი სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად. მთელი ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო ცდილობს, რამენაირად დაშორდეს ამ კომპანიას და ზოგადად რუსულ იმპერიულ ინტერესებს. სამარცხინოა, როდესაც ქართული ხელისუფლება მასთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველი გამარჯვება მოპოვებულია. მოპოვებულია იმიტომ, რომ აზერბაიჯანთან გაგრძელებულია ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოდ ჩაბეტონებულია ეს ყველაფერი. დღეს ვიკრიბებით იმისათვის, რომ არც ერთ ხელისუფლებას აზრად არ მოუვიდეა "გაზპრომათან" მოლაპარაკება",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციიდან მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნამდე" აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. შეგახსენებთ, საქართველო „გაზპრომთან“ წლების განმავლობაში არსებული კონტრაქტის პირობებში რჩება, რაც ნედლეულის სახით 10 % ბუნებრივი აირის მიღებას გულისხმობს. „რაც შეეხება „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებას, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული. ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ბოლო ჩვენი შეთავაზება, გაგაცნობთ შეთავაზების პირობებს, რომელიც იქნა ქართული მხარისგან გაჟღერებული, ეს არის - დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ 10% მივიღოთ ნედლეულის სახით ბუნებრივი აირი “,- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ "გაზპრომისგან" დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღება ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს მოაწერეს ხელი. „ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს. საქართველო ბუნებრივი აირის დამეტებით მოცულობებს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად, აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა. გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა“, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)