13:13 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 22:08:58, 542 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია ხიდაშელს: ნერვებიც მყარი გვაქვს და თამოყვარეობაც

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია ტელეკომპანია იმედის ეთერში თინა ხიდაშელის კომენტარს ეხმაურება და ამბობს, რომ მათ [თავისუფალ დემოკრატებს] ნერვებიც მყარი აქვთ და თავმოყვარეობაც. ალასანია ხიდაშელის მისამართით ამბობს, რომ როდესაც შენ 5 უდანაშაულო ადამიანს იჭერენ, შენ კი მათ არ იცავ, საერთოდ საჯარო სივრცეში კი არა ამ ქვეყანაში არ დაგედგომება.

''თინა ხიდაშელი არის ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი და ვუთხარი კიდეც მას, რომ ნერვებიც მყარი გვაქვს და თამოყვარეობაც. როდესაც შენ 5 უდანაშაულო ადამიანს დაგიჭერენ, რომ შენზე უნდათ პოლიტიკური თავდასხმა და მათ არ დაიცავ კბილებით, ხელებით და რაც კი რამე გაქვს ყველაფრით, მაშინ შენ საერთოდ საჯარო სივრცეში კი არა ამ ქვეყანაში არ დაგედგომება,'' - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილზე და კოალიციაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ  ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს.

''რესპუბლიკელებზე თავდასხმა მიმართული იყო იმისკენ, რომ მათი მადა დაეწია. ეს სხვა არაფერს უკავშირდება ჩემი შეფასებით. მეორე- რაც მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება მშვიდობა, რომ მივიდეთ არჩევნებამდე. პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, რომ შედგეს შეთანხმება პოლიტიკოსების ქცევის კოდექსზე. შემდეგ უკვე წინასარჩევნო კამპანია იქნება ცივილური,'' - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics