2025-01-22 13:39:20, 279 ნახვა
ეკონომიკა
შარშან დენის იმპორტი გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია
შარშან საქართველომ 1.2 მილიარდ კვტს.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა. აქედან 969 მლნ კვტს საათი რუსეთიდან, 186 მლნ კვტ.სთ კი აზერბაიჯანიდან, ხოლო 73 მლნ კვტს.სთ სომხეთიდან. იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 418 მლნ კვტსთ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. ყველაზე მეტი დენი წელს ქვეყანამ დეკემბერში იყიდა თითქმის 293 მლნ კვტს.სთ. ელექტროენერგიის იმპორტში წელს ქვეყანამ ჯამში 25 მლნ დოლარამდე გადაიხადა. უშუალოდ რუსეთიდან 12.4 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიაა შემოტანილი, აზერბაიჯანიდან კი თითქმის 11 მლნ დოლარის. 2024 წელს ექსპორტის მოცულობა 1 047.4 მლნ კვტსთ იყო და ძირითადად თურქეთში გავიდა. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, შარშან 14.2 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია იყო ქვეყანაში გამომუშავებული, აქედან 11.3 მილიარდი კვტსთ ჰესებმა გამოიმუშავეს, ხოლო თითქმის 3 მილიარდი - თბოსადგურებმა. გამომუშავებას ტრადიციულად გადააჭარბა მოხმარებამ და 2024 წელს ქვეყანამ 15 მილიარდ კვტსთ-ზე მეტი დენი მოიხმარა. ავტორი: ექსპრესნიუსი, გვარამია - მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი - ვაპირებ, შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ მან საპატიმრო სწრაფად დატოვოს
შოლცი - აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება
ზვიად ქორიძე სასტუმრო „შერატონში“ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დონალდ ტრამპი: მეორედ თეთრ სახლში - რა შეიცვლება წინა პრეზიდენტობისგან განსხვავებით
2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
კონგრესმენი უილსონი - სევდიანი დილაა მოსკოვის, თბილისის,თეირანის დიქტატორებისთვის, ტრამპი დაბრუნდა
მთავარი თემა
|