2025-01-20 16:30:05, 280 ნახვა
ეკონომიკა
რუსი ვიზიტორების დანახარჯები შარშან 9%-ით $850 მილიონამდე შემცირდა - ქვეყნების რეიტინგი
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. უშუალოდ IV კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან, თითქმის 964 მლნ დოლარის შემოსავალია მიღებული. 2023 წელთან შედარებით, შემოსავლები დაახლოებით 300 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი ტურიზმის შემოსავლების ზრდა 10%-ს აღწევს. ათი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შარშან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:
2023 წელთან შედარებით რუსი ვიზიტორებიდან შემოსავლები 9.4%-ით შემცირდა. 3%-ით შემცირდა თურქეთიდან მიღებული შემოსავლებიც. რაც შეეხება ევროკავშირის ჯგუფს, სადაც დიდი ბრიტანეთიც შედის, ზრდა თითქმის 4%-ია. 41%-იანი ზრდაა ისრაელის შემთხვევაში, ხოლო აზერბაიჯანელი ვიზიტორები დანახარჯები 2023 წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, 2.4%-იანი კლებაა სომხეთის შემთხვევაში. 17%-იანი ზრდა ფიქსირდება ირანიდან, ხოლო საუდის არაბეთიდან - 21%-იანი. თითქმის 19%-ით შემცირდა უკრაინიდან შემოსავლები, ბელორუსიდან კი 6%-ით. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაქტობრივად გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით. ავტორი: ექსპრესნიუსი, თემქის პოლიციასთან აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
ჯო ბაიდენმა შეწყალების წინასწარი აქტი გამოსცა ენტონი ფაუჩის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის წევრებისთვის
ლევან იოსელიანი - საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც არ იტყუება
ლარის კურსი - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8452 ლარი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
როგორ და რა მიზნით შეიწყალა 20 დღეში 613 პატიმარი ყაველაშვილმა
ომი უკრაინაშიკიევში რადიოწამყვანს ეთერის დროს ხელში საბრძოლო მასალა აუფეთქდა
ყაზანს თავს დაესხნენ უკრაინული საბრძოლო დრონები
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
ბრიტანეთის შემთხვევაში, სანქციებში ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია მოჰყვება - TI
მთავარი თემა
|