2025-01-17 11:59:46, 607 ნახვა
ეკონომიკა
ივანიშვილი ოფშორებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კაიმანში, პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე ფლობს
![]() ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების ნულოვანი საგადასახადო პრივილეგიებით აქტიურად სარგებლობს, რისთვისაც ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე, კაიმანსა და ბელიზზე ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ქსელს ფლობს - ამის შესახებ "ბიემჯი'' წერს. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ICIJ-ის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ჟურნალისტური გამოძიების Pandora Papers-ის თანახმად, ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 12 კომპანია აქვს რეგისტრირებული, რომლებიც მისი ქონების სხვადასხვა აქტივების მართვისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული კომპანიების იურიდიულ აგენტად პანამური იურიდიული ფირმა Alcogal-ი იყო მითითებული. ივანიშვილი ასევე სარგებლობდა კიდევ ერთი პანამური იურიდიული ფირმა Mosak Fonseka-ს სერვისებით, რომლებიც მილიარდიანი კლიენტებისთვის პანამასა თუ სხვა ოფშორულ ზონებში კლიენტებს კომპანიების დაფუძნების სერვისს სთავაზობდა. სწორედ აღნიშნული იურიდიული კომპანიებიდან გამოჟონილი ინფორმაციების - Panama Papers და Pandora Papers-იდან ხდება ცნობილი, რომ აღნიშნული ოფშორები ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ივანიშვილის სხვა ოფშორების შესახებ ცნობილი კი ივანიშვილის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების მფლობელობის რეესტრის ამონაწერებიდან, წლიური ფინანსური ანგარიშებიდან, ასევე TI საქართველოს კვლევებიდან ხდება ცნობილი. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ივანიშვილი ფლობს:
ბაჰამის კუნძულებზე ივანიშვილი ფლობს:
პანამაში რეგისტრირებულია:
ბელიზზე რეგისტრირებულია:
კაიმანის კუნძულები:
ბერმუდის კუნძულები:
სწორედ აღნიშნული ურთიერთდაკავშირებული ოფშორების ქსელის მეშვეობით ფლობს ივანიშვილი სხვადასხვა აქტივებს საქართველოსა თუ უცხოეთში. ესენია საბანკო დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები, გლობალური კომპანიების აქციების პორტფელები, უძრავი ქონება, ხელოვნების ნიმუშები, კომპანიები და სხვა აქტივები.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინერეობს, მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ
გიგი უგულავამ პროცესზე სამართალდამცავებს მიმართა - სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას
სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს თხოვნით მიმართა
ლაშა ჩხვიმიანი - მინდა ეს ერთობა იყოს გადამდები და არა ჩემი შიმშილობა. ჩვენ ყველა პატარა ქალაქში უნდა ვაჩვენოთ ეს ერთობა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაში![]() დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
![]() კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|