2025-01-16 15:48:04, 502 ნახვა
ეკონომიკა
დავოსის 2025 წლის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
დავოსის 2025 წლის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველო. შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელშიც საქართველოზე საუბარი არ არის. როგორც მთავრობის პრესსამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, ღონისძიების მოსაწვევი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს არ მიუღია. ,,როგორც იცით, 20 იანვარს იმართება ფორუმი და ამ დრომდე მოსაწვევი არ მიუღია პრემიერს. მოსწვევის შემთხვევაში, დასწრებას ჩვენი დაგეგმილი გრაფიკიდან გამომდინარე ვერ შევძლებთ."-აცხადებენ პრესსამსახურში. ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც დისკუსიას ონლაინ ჩაერთვება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და სხვა ევროპელი ლიდერები. ცნობისთვის, აქამდე ფორუმში საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინერეობს, მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ
გიგი უგულავამ პროცესზე სამართალდამცავებს მიმართა - სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას
სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს თხოვნით მიმართა
ლაშა ჩხვიმიანი - მინდა ეს ერთობა იყოს გადამდები და არა ჩემი შიმშილობა. ჩვენ ყველა პატარა ქალაქში უნდა ვაჩვენოთ ეს ერთობა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიდიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|