|
2016-03-04 15:10:52, 409 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საქართველოს მოსახლეობას მადლობას უხდის
„ეს შეთანხმებები არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრობის და საერთო სტრატეგიული ინტერესების, რაც წლებია აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს და რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალშიც“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დღეს ქართულმა მხარემ და სოკარის პრეზიდენტმა რამდენიმე შეთანხმებას მოაწერეს ხელი: „ეს შეთანხმებები არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრობის, კეთილმეზობლური დამოკიდებულების და საერთო სტრატეგიული ინტერესების, რაც წლებია აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალშიც. მიუხედავად საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, მიუხედავად მცდელობისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა და პოლიტიკური თუ ბიზნესურთიერთობები სათავისოდ დემაგოგიისთვის გამოეყენებინათ, ამ ურთულეს მრავალმხრივ მოლპარაკებების პროცესში ჩვენი ქვეყნის მთავრობა, უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და პროფესიონალურად წარმართეს ეს პროცესი“, - განაცხადა კალაძემ. მან მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. ასევე, ენერგეტიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, რომ ისინი გარკვეული ჯგუფების დემაგოგიას არ აყვნენ. „დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არ აყვა გარკვეული პირების, ან ჯგუფების დემაგოგიას და პოლიტიკური ეიფერიის შექმნაში არ მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს მოაწერეს ხელი. დღესვე, „ გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ „კორპორაციას“ და შპს „ სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს. ასეევ ხელი მოეწერა „ბუნებრივი გაზის ყიდვას“.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)