15:40 - 15 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 12:05:05, 230 ნახვა

ეკონომიკა
2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა. 

ტურისტული და საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2025 წლის მე-4 კვარტალში.

გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +0.8%-ს შეადგენს.

2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს. 

2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:

თურქეთი 1,336,834  ვიზიტი

ისრაელი 310,982 ვიზიტი

 ყაზახეთი 178,930 ვიზიტი

ინდოეთი 124,335

 ჩინეთი 88,583 ვიზიტი

 საუდის არაბეთი 88,298 ვიზიტი

 უზბეკეთი 64,259 ვიზიტი

 ამერიკის შეერთებული შტატები 51,728 ვიზიტი

 საფრანგეთი 28,302 ვიზიტი

 საბერძნეთი 27,557 ვიზიტი

 ქუვეითი 27,277 ვიზიტი

 ლატვია 22,297 ვიზიტი

 არაბთა გაერთიანებული საემიროები 14,889 ვიზიტი




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Sheraton Batumi - ყველა ჩანაწერი არსებობს, ამოღებული არ არის, ჩანაწერს ვინახავთ 1 თვის განმავლობაში
სალომე ზურაბიშვილი - გვერდით ვდგავარ ხალხთან რომელიც იფიცება
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ვუერთდებით სახალხო პროტესტს
საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics