21:02 - 05 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 14:26:44, 502 ნახვა

ეკონომიკა
ვმუშაობთ აშშ-ს ოფიციალურ პირებთან - საქართველოს კაპიტალის განცხადება ირაკლი გილაურზე

სს საქართველოს კაპიტალის (Georgia Capital PLC) დირექტორთა საბჭოს რადიო თავისუფლების მიერ წინა კვირაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. 

რადიო თავისუფლებამ 9 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელიც შეიცავს "ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის" სიას, წერილის ავტორები მომავალ სახელმწიფო მდივნისგან აღნიშნული ადამიანების დასანქცირებას მოითხოვენ. ჩამონათვალში იყო, საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაურიც.

საქართველოს კაპიტალი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აქტიურად მუშაობენ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გამოკვლევის მიზნით. მათი თქმით, დირექტორთა საბჭოს სრული ნდობა გააჩნია ირაკლი გილაურის მიმართ.

"დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან
დაკავშირებით. თუმცა, დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და
შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას.

დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.

„საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ.

ინფორმაციისთვის: „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები - David Morrison, Massimo Gesua’ sive Salvadori, Maria Chatti-Gautier and Neil Janin.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე.

სს საქართველოს კაპიტალის შესახებ: სს საქართველოს კაპიტალი წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში საფონდო ბირჟაზე განთავსებულ Georgia Capital PLC-ის (Ticker: CGEO) 100%-იანი შვილობილ კომპანიას. GCAP ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში ქართული ეკონომიკის მზარდ და განვითარებად სექტორებში. საქართველოს კაპიტალის
დივერსიფიცირებული პორტფელი აერთიანებს: საბანკო, წყალმომარაგების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის (ფარმაციის), განახლებადი ენერგიის, სადაზღვეო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორებში არსებულ წამყვან ბიზნესებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე - ხვალ შევაფასებთ ამაღლობელის მდგომარეობას და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა
ნიკა მელია - ივანიშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირებას. მისთვის ხელისუფლება არის ძალის დემონსტრირება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინერეობს, მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ
გიგი უგულავამ პროცესზე სამართალდამცავებს მიმართა - სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics