2025-01-10 15:04:02, 509 ნახვა
ეკონომიკა
ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაორმაგდა
![]() 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული "ხაჭაპურის ინდექსის" თანახმად, 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7,03 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 3,8%-იანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით შესამჩნევი – 8,4%-იანი ზრდაა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, სადღესასწაულო სეზონის დროს, რომელსაც საშობაო და საახალწლო სუფრების მზადებით გამოწვეული მოთხოვნის ზრდა ახასიათებს, ინდექსმა თვიურ ჭრილში ზრდა აჩვენა. 2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა. "წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%). 2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ ათწლეულში დეკემბრის ფასებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა (3.61 ლარი). 2024 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსმა რეკორდი დაამყარა და 0.6%-ით გადააჭარბა 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ პიკს – 6.99 ლარს. 2022 წლის პიკი განპირობებული იყო წლის განმავლობაში მიმდინარე განსაკუთრებული გარემოებებით, უკრაინის ომის შედეგად ინგრედიენტების ფასების მკვეთრი ზრდით. შესაბამისად, 2023 წლის კლების შემდეგ, ხაჭაპურის ინდექსმა 2024 წლის დეკემბერში განაახლა აღმავალი ტენდენცია და მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს." - ნათქვამია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაში.
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, პოლიციამ ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება დაიწო
ე.წ ოცნების ქალაქში 2 ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა
სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ქართული მედიის წერილი გადასცა
მზია ამაღლობელი - არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი - ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ნავალნის მემკვიდრეობა ფერმკრთალდება ახალგაზრდა რუსებში, რომლებშიც ის ოდესღაც აღფრთოვანებას იწვევდა
![]() როგორ ჩააგდო შოკში ვენსმა მიუნხენი და რას ელის ზელენსკი
ომი უკრაინაში![]() „ენბისი ნიუსი“ - აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად სამხედროები განალაგოს
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() უსაფრთხოების კონფერენცია ვაშინგტონის, ბრიუსელის, კიევის და მოსკოვის მონაწილეობით - სად არის ამ დროს თბილისი
მთავარი თემა
|