17:28 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 00:11:00, 588 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება

 რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press წერს, რომ თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება, მხოლოდ ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა. მათივე ცნობით, რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიხსნება.

თბილისი მე-6 ქალაქი გახდება დუბაის (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ერევნის (სომხეთი), ალმატის (ყაზახეთი), დუშანბესა (ტაჯიკეთი) და ტაშკენტის (უზბეკეთი) შემდეგ, რომელშიც Novikiv Group-ის რესტორნების ქსელის ფილიალი გამოჩნდება. Cheesefarm რუსი რესტორატორის, არკადი ნოვიკოვის ბიზნესია — ქსელი საკუთარი წარმოების ყველის კოლექციითაა ცნობილი.

კომპანია, რომელიც ამას აკეთებს არკადი ნოვიკოვის კუთვნილებაშია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთერთი დაახლოებული პერსონაა.

 არკადი ნოვიკოვი 2012 და 2018 წლებში ვლადიმერ პუტინის რწმუნებული იყო. ამ როლში მან მონაწილეობა მიიღო კამპანიაში „მხარი დაუჭირე პუტინს არჩევნებში“. ნოვიკოვმა განაცხადა, რომ „პუტინი ზედმიწევნით იცნობს რუსეთს და მისი სიტყვები არასოდეს არ განსხვავდება საქმისგან“.

 არჩევნებში პუტინის მხარდაჭერის შემდეგ ნოვიკოვის კომპანია Intelli-მ რამდენიმე სამთავრობო კონტრაქტი მიიღო. 2018 წელს გაფორმდა ოთხი კონტრაქტი ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმოს "პრეზიდენტის სამსახურის" ღონისძიებების მომსახურებისთვის 2 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობით, რამაც მას საშუალება მისცა შესულიყო კრემლის მომწოდებლების წრეში. ნოვიკოვი ასევე იყო მოსკოვის მერის სობიანინის რწმუნებულიც.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ბელორუსულ კალიუმზე სანქციები მოხსნა
ბათუმის აეროპორტმა ფრენები გადადო, ბათუმში თოვს
ისტორიული ძეგლების დაცვის ჯგუფი თეთრ სახლს ტრამპის საბანკეტო დარბაზის გამო უჩივის
უკრაინამ კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობპლატფორმებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე დარტყმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი