|
2025-01-03 13:07:19, 687 ნახვა
ეკონომიკა
დეკემბერში ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო ზეთზე და ცხიმზე 3%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება რძის, ყველისა და კვერცხის ფასებს, მისი მაჩვენებელი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 2.4%-ითაა მომატებული. “2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ასევე, 2.3 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი), თევზეული (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (2.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთმა უკრაინის რკინიგზაზე თავდასხმების კამპანია დაიწყო, რის შედეგადაც ორ დღეში ოთხი მატარებელი დაზიანდა
მერცმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გადადო
2018-2025 წლებში საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა
დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის უდიდეს გაზის წარმოების ცენტრს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 3000 კილომეტრში მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)