2024-12-30 17:31:22, 265 ნახვა
ეკონომიკა
3 და 6 იანვარი, ასევე, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეებათ განისაზღვრა
2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამასთან, სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სებ-ის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება. 3 და 6 იანვარს, ასევე, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც. მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება. რაც შეეხება სებ-ის საკოლექციო პროდუქციას მათი რეალიზაცია 2025 წლის 13 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. ყვარლის ფულის მუზეუმი კი მუშაობას 11 იანვრიდან განაახლებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს - დიპლომატი
საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია - რასა იუკნევიჩიანე
ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა - მიხაილო პოდოლიაკი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ იქცა მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად და ურყევ ინსტიტუტად
2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში
ომი უკრაინაშიმოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს
ომის დასრულება თუ გაგრძელება - რა ელოდება უკრაინას 2025 წელს
ვიდეო/LIVE მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია
|