04:25 - 27 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 16:14:04, 280 ნახვა

ეკონომიკა
მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 22 400 000 ლარი დაიხარჯა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 47 726 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 12 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად.

„წლის განმავლობაში აშენდა გრუნტის დამჭერი 6 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები კი ჩატარდა 155 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 368 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, 26 მისამართზე  სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში 159 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 4 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 30 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო წყალარინების ქსელი  25 მისამართზე შეიცვალა.
მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2025 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს მთაწმინდის რაიონის  მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე,  პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა  და მოწვეული სტუმრები.

ინფორმაციას თბილისისი მერია ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და კალუგის აეროპორტები დრონების თავდასხმის გამო დაიხურა
ირაკლი კობახიძე - როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ირაკლი კობახიძე - ნაცმოძრაობამ, ლელომ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე
ირაკლი კობახიძე - ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics