2024-12-23 20:53:14, 316 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ
სამინისტროში ვაკეთებთ შეფასებებს და ანალიზს, გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან, მათ შორის, მათთან, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რით შეიძლება ასეთი ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2025 წლისთვის ვითარება დასტაბილურდება და ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან მაღალი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური წინაპირობები შენარჩუნებულია.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთვალისწინებელი ფაქტორები შეიძლება, ყოველთვის იყოს, ეკონომიკური ზრდის დაგეგმვა ბევრად უფრო კონსერვატიულია ხოლმე, ვიდრე რეალურად შემდეგი შედეგები დგება.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური ზრდის იმ მოლოდინის რეალიზაციისთვის, რომელიც ოფიციალურ, ფორმალურ პროგნოზზე მაღალი უნდა იყოს, მეტი მუშაობაა საჭირო, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წარმატება. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა მეზობელ ქვეყნებთანაც, მათ შორის ტურისტული ნაკადის ზრდის მიზნით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ბაკურიანის გარდა, ასეთივე ღონისძიებები მიმდინარე სეზონზე დაგეგმილია საქართველოს კიდევ ერთ სამთო კურორტ გუდაურში. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ზამთრის სეზონზე აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ სეზონი იყოს წარმატებული ბიზნესისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მოსკოვისა და კალუგის აეროპორტები დრონების თავდასხმის გამო დაიხურა
ირაკლი კობახიძე - როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ირაკლი კობახიძე - ნაცმოძრაობამ, ლელომ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე
ირაკლი კობახიძე - ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 780 860-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევროს დახმარება მიიღო
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|