2024-12-10 14:13:59, 732 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 32 მილიარდ 400 მილიონი ლარია
2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 32 მილიარდ 400 მილიონი ლარია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2025 წლის ბიუჯეტი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვითაა დაგეგმილი. „2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდა 6,0%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,0%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წელს დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარდ 239 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25,5%-ია, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 25 მილიარდ 305 მილიონ ლარს; ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 500 მილიონი ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 35,9% 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, შეადგენს 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი ადამიანი
ბერბოკი - ბურთი „ოცნების“ პასუხისმგებელთა მოედანზეა - მათზეა დამოკიდებული, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი გააკეთონ
სააკაშვილი - დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ - ყოველი მებრძოლის გვერდით ვხედავ ჩემს თავს
პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 780 860-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევროს დახმარება მიიღო
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|