|
2016-03-01 15:52:20, 368 ნახვა
ქუმსიშვილი: ტურიზმის დარგში საქართველოში მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება
დღეს ტურიზმი,180 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის მილიარდ 800 მილიონის შემოსავალი ჩვენ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, შესაძლებლობა იქნება, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომერციულ ბანკში სესხის პროცენტის თანადაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში მიიღონ. "დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი. ეს არის სასტუმროს ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი. აღნიშნული კომპონენტის დახმარებით იმ კომპანიებს და იმ ბიზნესმენებს, ვისაც სასტუმროების ბიზნესის განვითარება უნდათ, შესაძლებლობა ექნებათ, რომ მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან კომერციულ ბანკში სესხის პროცენტის თანადაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული კომპონენტი ეხება არა მხოლოდ ახალ სასტუმროებს არამედ იმ სასტუმროებსაც, რომლებიც დღეს უკვე არსებობენ და გაფართოება უნდათ. შესაბამისად, ეს იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ დღეს არსებულ ბიზნეს მოთამაშეებმა ასევე გააფართოვონ და გაზარდონ ბიზნესი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის მიხედვით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ასევე საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას. დღეს ტურიზმი,180 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის მილიარდ 800 მილიონის შემოსავალი ჩვენ ქვეყანაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით, ტურიზმის დარგში საქართველოში მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)