08:02 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 20:56:59, 474 ნახვა

პოლიტიკა
ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები - ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას უმკაცრესად ვგმობთ

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას უმკაცრესად ვგმობთ,- ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან.

„ვინაიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს, ღრმა იმედგაცრუებას გამოვთქვამთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისწრაფებების სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დავით გამოირჩა, რაც ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვითვალისწინებთ ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ და დარღვევების, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ცნობების საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ, ცნობების, რამაც საარჩევნო პროცესისა და მისი შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა შეარყია.

უმკაცრესად ვგმობთ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ასევე თავიანთი იმ პიროვნებების პირობით დაკავებას, რომლებიც თავიანთ უფლებებს იყენებდნენ. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები და , საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაიცვას შეკრების და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები. ძალადობის ყველა ქმედება უნდა დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics