08:46 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 09:06:17, 406 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა - საავტომობილო მოძრაობა გახსნილია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა და დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო.

აქციის მე-8 დღეს, მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრება, დაახლოებით, 19:00 საათზე დაიწყეს.

დემონსტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, წინა საპროტესტო ღამეებისგან განსხვავებით, სპეციალური დანიშნულების რაზმს მომიტინგეები არ დაუშლია.

შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. საქართველოსა და სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics