2024-12-04 22:44:43, 311 ნახვა
პოლიტიკა
„ქორთიარდ მარიოტთან“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ
თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიების წარმომადგენლებმა სასტუმრო დატოვეს. მათ ქუჩაში უცნობი პირები დახვდნენ და დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. ექვსი დღის განმავლობაში ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის. 4 დეკემბრის მონაცემებით, 3-4 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3-4 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. 5 აქციის მონაწილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. დაშავებულია მედიის 50 წარმომადგენელზე მეტი. 1-ელი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი. 1-2 დეკემბრის მდგომარეობით, დღე-ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი შეიყვანეს. 29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი. 28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან აქცია გრძელდება - ვითარება მშვიდია
რინკევიჩსი - ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით და ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ
პრეზიდენტი ირაკლი შაიშმელაშვილზე - ღირსეული ქართველი!
უილსონი - სახდეპმა თბილისის მერის, შს მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება უნდა დაიწყოს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ტერნოპოლს დრონებით შეუტიეს
ევროკავშირის ლიდერები კიევში ახალი თანამდებობების დაწყების პირველ საათებში ჩავიდნენ
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საპროტესტო აქცია და დაშლა მე-6 დღე
|