|
2016-02-29 15:23:07, 461 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია პეტრიაშვილისთვის ადვოკატის აყვანის აუცილებლობაზე საუბრობს
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათი სურვილია, რომ პარტიის გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს, როგორც დაზარალებულს ადვოკატი აუყვანონ. ალასანიას თქმით, ადვოკატი საქმის მიმდინარეობას უკეთესად გაეცნობა. „უახლოეს პერიოდში პასუხი გვექნება ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატების“ შეხვედრა შედგება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ მართალაც გვაინტერესებს რა მიმართულებით მიდის გამოძიება. ასევე ჩვენ გვინდა, როგორც დაზარალებულს ბატონ ალექსი პეტრიაშვილს ავუყვანოთ ადვოკატი. ადვოკატი თავად გაეცნობა საქმის მიმდინარეობას. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენი სამართალდამცავები. ეს არ ნიშნავს არანაირ უნდობლობას, უბრალოდ, მესამე დღე გავიდა და ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს“, - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მომხდარი ინცინდენტი ალექსი პეტრიაშვილის მკვლელობის მცდელობა იყო. „ეს არის მკვლელობის მცდელობა, როდესაც ასეთი სისასტიკით მოხდა დანაშაულის ჩადენა, არის შეკვეთილი. აქედან გამომდინარე, მუხლიც შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. მე პირადად, არც „თავისუფალ დემოკრატებს“არავის არ მიგვიცია ჩვენი თავისთვის უფლება, რომ სპეკულაციებზე ვილაპარაკოთ, რომ არ შეეშალოს გამოძიებას სწორ მიმართულებაზე წასვლისგან ხელი. ჩვენი ზოგიერთი ოპონენტისგან განსხვავებით, რომელმაც ეს გააკეთა. ამიტომ, თავი შევიკავოთ ყველანაირი სპეკულაციისგან“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)