2024-11-21 15:53:39, 390 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. თუ 22 ნოემბრამდე ბიზნესის შეთავაზებას Ads მენეჯერით შექმნით, შესაძლებლობა გექნებათ, 25 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე პერიოდში მომხმარებელს ყოველ გადახდაზე 50 ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვებინოთ. აღნიშნული შეთავაზებისას ბიზნესის დანახარჯი ნულოვანია, რადგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას, რომელიც მომხმარებელმა უნდაs მიიღოს, American Express-ი და „საქართველოს ბანკი“ დააფინანსებენ. საგულისხმოა, რომ თითოეული მომხმარებელი თითო ტრანზაქციაზე მაქსიმუმ 10 000 PLUS ქულის მიღებას შეძლებს. შეთავაზების შექმნა შეუძლია კომპანიას, რომელსაც აქვს „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიში. შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს. Ads მენეჯერი პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ შეთავაზებები და წარადგინოთ ისინი „საქართველოს ბანკის“ იმ პლატფორმებზე, რომელთაც 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ესენია: მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა ბიზნესისთვის, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებულ მომხმარებლებში ლოიალურობის განმტკიცება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მისი ანალიტიკური ინსტრუმენტები განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებისა და მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შექმნისთვის. ვფიქრობთ, Black Friday-ის პერიოდში ბიზნესები შეძლებენ, ეფექტიანად გამოიყენონ პლატფორმა და ისარგებლონ მისი ყველა უპირატესობით“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში თუ ჯერ არ გამოგიყენებიათ Ads მენეჯერი, ან გსურთ უფრო მეტი ინფორმაციო მიიღოთ მის შესახებ, დეტალური ვიდეო-ინსტრუქცია ნახეთ აქ და შექმენით შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის. ავტორი: R (რეკლამა), ჯინ შაჰინი - აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს და კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის სახაზინო სანქციები შემოიღოს
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ
კობახიძე - 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა და მას პენსიაზე გასვლა მოუწევს
„კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება“ - ემანუელ მაკრონი ვიდეომიმართვას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიბლინკენი - აშშ-მა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო
ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 200 უპილოტო საფრენი აპარატი და 93 რაკეტა გაუშვა
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საპროტესტო აქციის დარბევა დღე 9
აშშ საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტარებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს
მთავარი თემა
|