17:04 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 22:35:32, 818 ნახვა

სამართალი
მაღაროელები: მუშათა კლასი ერთიანდება, დროა იფიქროს სახელმწიფომ უღირს თუ არა ეს კომპანია ამად

''მუშათა კლასი ერთიანდება, დროა იფიქროს სახელმწიფომ უღირს თუ არა ეს კომპანია ამად'' - ამის შესახებ რუსთავი 2-ის პიდაპირ ეთერში მაღაროელებმა განაცხადეს. 

მათი თქმით, კომპანია ჯი აი ჯი-ს მიერ შეთავაზებული ხელფასების 5 %-იანი ზრდა არარეალურია და მათი გაფიცვის მიზანი ეს არ ყოფილა. მაღაროელებმა შახტის კონსერვაციის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრეს და დამქირაველბები შანტაჟში დაადანაშაულეს. 

''ჩვენ პირველივე დღიდან გააზრებული გვქონდა რა შედეგებამდე მივიდოდით. ეს არის შანტაჟის ენა. ჩვენს უკან ოჯახები დგას და მხოლოდ წინ ვივლით. კონსერვაციის შემთხვევაში ჩვენ შევუერთდებით იმ გაფიცულ ქალაქებს და რაიონებს, რომელიც არსებობს და მივმართავ სახელმწიფოს, მუშათა კლასი ერთიანდება და დროა იფიქროს სახელმწიფომ უღირს თუ არა ეს კომპანია ამად, რომ დაიწყოს მუშათა კლასის ერთად შეკრება,'' - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე – შეიძლება, ბიზნესში მოვსინჯო ჩემი ძალები
მდინარაძე: ივანიშვილი და კობახიძე თავიდანვე არ დამთანხმდნენ, მაგრამ დავარწმუნე
მდინარაძე: ვტოვებ თანამდებობას, პრინციპში პოლიტიკასაც
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics