21:55 - 13 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-20 16:26:50, 327 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი „შუა დერეფნის“ მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდაა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბაქოში მიმდინარე მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა “შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი მაკავშირებლის როლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი “შუა დერეფნის“ მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდაა.

“მინისტერიალი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება, მისი ორგანიზატორები არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის (ESCAP) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (ECE).

ღონისძიებაში “შუა დერეფნის“ მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილავენ არსებულ პროგრესს, შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და მომავალ ინიციატივებს - როგორც “შუა დერეფანში“, ისე მის ფარგლებს გარეთ, მდგრადობისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიისას რეგიონის ქვეყნების წარმომადგნელები “შუა დერეფნის“ განვითარების პროცესისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ: მწვანე და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, სატვირთო ტრანსპორტის ემისიების შემცირება, სატრანსპორტო ინოვაციები და დიგიტალიზაცია - მათ შორის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის პოტენციური როლი მწვანე და მოქნილი სატრანსპორტო კავშირის უზრუნველსაყოფად და ა.შ.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა კოლეგებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული მდგომარეობა, ზრდის დინამიკა და “შუა დერეფნის“ ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი, კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაც გააცნო.

 “საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა - 2022 წელს 36%-იანი და 13%-იანი 2023 წელს. ასევე იზრდება ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადები - გასულ წელს მათმა მოცულობამ 27 მლნ ტონას მიაღწია. იმავდროულად, ტრანსპორტის სექტორი რჩება სათბურის გაზების ემისიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, რაც მიუთითებს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობაზე სექტორის გამწვანების მიზნით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ სარკინიგზო მიმოსვლის მეტად განვითარებას და “შუა დერეფნის" პოტენციალის გაზრდას. მინისტრმა აქცენტი ორ ძირითად სარკინიგზო პროექტზე გააკეთა - რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ორივე პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტრანსპორტის - სარკინიგზო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობას.

ამასთან, მისი ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი და შედეგად, შემცირდება საოპერაციო დანახარჯები, ხოლო სარკინიგზო მაგისტრალის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

 “ამასთან, წარმატებით მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის 70% უკვე გახსნილია მოძრაობისთვის. ახალი გზები შენდება ევროპული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, გარდა  ამისა, ინერგება ე.წ. „ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემები საგზაო ქსელის  ეფექტურობის და მართვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგიული მნიშვნელობისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის გამტარუნარიანობა,  პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 600 000  კონტეინერი (TEU) იქნება. პორტი  უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოწყობილობებით აღიჭურვება“,- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გაეროს მრავალი შეთანხმებისა და კონვენციის  ხელშემკვრელი მხარეა, რაც ადასტურებს მის მიზანს - იყოს საერთაშორისო სატრანსპორტო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა  პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რაც “შუა დერეფანს“ უფრო მდგრადს, საიმედოს და მიმზიდველს გახდის.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება“ - ემანუელ მაკრონი ვიდეომიმართვას ავრცელებს
მდინარაძე - ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვეღარასდროს გაიმარჯვებენ
კობახიძე - ერთი რამ ვერ გათვალეს ოპონენტებმა, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა არ გვიჭირს
პრეზიდენტი - არსად არ მივდივარ - აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ლეგიტიმური ინსტიტუტი სჭირდება

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქციის დარბევა დღე 9












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics