12:28 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 17:56:10, 495 ნახვა

პოლიტიკა
ბესელიას ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენი ტყიბულელ მაღაროელებთან შეხვედრას აპირებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე 20-ზე მეტი საკითხი განიხილეს, რომელთა  შორის  ტყიბულში განვითარებული მოვლენები იყო.

ბესელიას განცხადებით, აღინიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენი ტყიბულში ჩასვლასა და გაფიცულ მაღაროელებთან  შეხვედრას აპირებს.

„ძალიან ბევრი საკითხი იყო, რომელსაც შევეხეთ. 20-ზე მეტი საკითხი იყო, რომელზეც შევეცადეთ პრინციპული სიახლეები პრემიერთან გაგვევლო. ეს იყო მიმდინარე საკანონმდებლო საკითხები, გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტულ თემებზე, ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, ასევე ტყიბულში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. რაც მნიშვნელოვანია,  პრემიერმა თქვა, რომ ეს პროცესი ახლა კონსესუსისკენ მიდის  გაფიცულ პირებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენი აპირებს ჩავიდეს, შეხვდეს მათ და კონკრეტული წინადადებები იყოს განხილული“,-განაცხადა ბესელიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics