12:27 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 14:31:21, 486 ნახვა

პოლიტიკა
ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით დადებით სიგნალებს ელოდება

ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით დადებით სიგნალებს ელოდება. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოს ხელისუფლებას  ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა მიულოცა.

„საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს რეფორმების პროგრამას და ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან დაახლოების პროცესში. გვიხარია, რომ ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება წარმატებით ხორციელდება. გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ საქართველოს ხელისუფლებას და მინისტრს ის, რომ ევროკავშირის ანგარიში ძალიან პოზიტიური იყო, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ესპანეთი საქართველოს მხარს უჭერს და ჩვენ ველოდებით კარგ სიახლეს ევროკავშირიდან როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის"- განაცხადა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრესკონფერენციაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით „ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ეს არის უმთავრესი იმისათვის, რომ მსოფლიომ მოახერხოს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაარსებობა".

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics