|
2024-11-12 20:48:26, 855 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე და „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრაზე ეროვნული საფოსტო პოლიტიკის შემუშავებასა და ფორმულირებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების წარმომადგენლები და საფოსტო მარეგულირებლები საფოსტო სექტორში არსებულ საერთაშორისო ტრენდებს და ტენდენციებს განიხილავენ. როგორც შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, მნიშვნელოვანია სიახლეების, ცოდნის და გამოცდილების, არსებული პრაქტიკების გაზიარება, მათ შორის მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია საფოსტო პოლიტიკის შემუშავებასთან და ჩვენს რეგიონში სტრატეგიულ ორიენტირთან.
ღონისძიება მსოფლიოს საფოსტო კავშირის (UPU) 2022-2025 წლების ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების რეგიონალური განვითარების გეგმის ფარგლებში იმართება და მასში რეგიონის ქვეყნების საფოსტო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. UPU-ს სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს დიალოგის შესაძლებლობას ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, რათა მათ საფოსტო ქსელის დივერსიფიცირებული გამოყენების წახალისებით შეძლონ ეროვნული და რეგიონული საფოსტო პოლიტიკის მიმართულებების შემუშავება და განვითარება. ეკა ყუბუსიძის შეფასებით, UPU-სთან მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია თბილისში მისი რეგიონალური წარმომადგენლობის დაფუძნება.
საქართველო UPU-ს წევრია 1993 წლიდან და მხარს უჭერს ინოვაციური, თავსებადი და მდგრადი საფოსტო სერვისების ხელშეწყობისა და შექნის მიზნებს. საქართველო უკვე ორი თანმიმდევრული ვადითაა არჩეული კავშირის საბჭოებში (CA-სა და POC-ის) წევრად და აქტიურადაა ჩართული გლობალური საფოსტო დღის წესრიგის შექმნის პროცესში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ნორვეგიის პრინცესა ასტრიდი ძმის დაკრძალვიდან მეორე დღეს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი - სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ
ფავლენიშვილი - ბარამიძის დაკავება იმ ადამიანების მიერ, რომელთა განცხადებებსაც ოკუპანტები იყენებენ, - აბსოლუტურად მიუღებელია და აუტანელია
წითლიძე -ოცნებას სურს რუსეთისადმი ერთგულების დემონსტრირება, სადაც ბარამიძე რამდენიმე თვის წინ დაუსწრებლად გაასამართლეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)