08:01 - 08 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 17:30:36, 698 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ გათამაშებაში I ეტაპის გამარჯვებული ინდ. მეწარმეები გამოვლინდნენ

“საქართველოს ბანკის“ გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. 6 ნოემბერს 1 200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ 50-დან 10 000 ლარამდე ფულადი პრიზები მიიღო. მათ გათამაშებაში მონაწილეობისთვის, “საქართველოს ბანკის“ ციფრულ არხებში - სხვადასხვა ტიპის აქტივობა და ტრანზაქცია შეასრულეს და ბილეთები დააგროვეს.  გათამაშება სამ ეტაპად -  1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა, ფინალი კი 13 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 6 ნოემბერს გამოვლინდა როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ისე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე გათამაშდა:

  • 10 000 ლარი - მთავარი პრიზი;
  • 500 ლარი (6-ჯერ)
  • 200 ლარი (50-ჯერ)
  • 100 ლარი (335-ჯერ)
  • 50 ლარი (850-ჯერ)

ცნობისთვის, ბილეთები გროვდება ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში ისეთი ყოველდღიური ტრანზაქიცების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა.

“მოხარული ვართ, რომ გათამაშებისადმი დიდი ინტერესი გამოვლინდა და პირველ ეტაპზე 1 200-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმე დაჯილდოვდა, მათ შორის, გათამაშდა ამ ეტაპის მთავარი პრიზი - 10 000 ლარი. ვფიქრობთ, გათამაშებას ორი მნიშნველოვანი დანიშნულება აქვს - ერთი მხრივ, ხელს უწყობს ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნესის გაციფრულებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში დროისა და რესურსების დაზოგვაში, და, მეორე მხრივ, წვდომას აძლევს მათ დამატებით ფულად რესურსზე, რაც მათ საქმიანობის განვითარებისთვის გამოადგებათ. გათამაშება გრძელდება და მომდევნო ეტაპებზეც კვლავ ასობით ინდ. მეწარმეს მივცემთ მსგავს შესაძლებლობას“,- აცხადებენ “საქართველოს ბანკში“.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც “საქართველოს ბანკში“ ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი.

თუ ჯერ არ ხართ “საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.

ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სანიკიძე - ჩემ შეკითხვებზე ვერ (სუს-მა) მიპასუხეს - ვიდეო
Washington Post: აშშ-ის დაზვერვა ეჭვობს ირანის რეჟიმის დამხობაში
ტიმოთი შალამე ოპერისა და ბალეტის შესახებ კომენტარების გამო მწვავედ გააკრიტიკეს
საგარეო: ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი მინისტრის მოადგილემ გააკეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი