07:09 - 03 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 13:07:07, 532 ნახვა

ეკონომიკა
ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მკვებავი გაზსადენი შენდება

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრის მკვებავი გაზსადენი შენდება - ამ საკითხთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც  ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა, კახა დვალმა და რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ადგილობრივ მოსახლეობას გაზიფიცირების მიმდინარე საპროექტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გაზიფიცირების სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დემეტრაშვილი და საპროექტო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც  დაგეგმილ სამუშაოებს ასრულებენ. 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამთავრობო გეგმის ფარგლებში,   სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის მიზნით აშენდება 120 კმ. სიგრძის მაღალი წნევის მკვებავი გაზსადენი და 7000 ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ასაშენებელი ინფრასტუქტურის საპროექტო სამუშაოებში ჩართულია რამდენიმე ორგანიზაცია, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს  სამუშაოების დასრულება.

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2013-2024 წლებში, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გაზიფიცირდა 881 დასახლებული პუნქტი და 206 247-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. 11 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ამჟამად გაზიფიცირების სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში.   გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2025 წლისთვის ქვეყნის დაახლოებით 93% იქნება გაზიფიცირებული.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომანიდან და საუდის არაბეთიდან თბილისში სპეციალური ავიარეისები შესრულდება
„კიდევ ერთი ტყუილი. კიდევ ერთი ომი.“ ამერიკელების მხოლოდ ოთხიდან ერთმა დაუჭირა მხარი ირანზე აშშ-ის დარტყმებს
მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს, მეორე დღეა ინტერნეტი არ მიეწოდება, კომპანია დუმს
ბოკუჩავა - დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი