|
2016-02-26 18:21:00, 467 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია პეტრიაშვილის დაჭრაზე: ეს პარტიის მიმართ დიდი თავდასხმაა
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ. ”ეს არის პარტიის მიმართ დიდი თავდასხმა და ეს არის ჩვენი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევა. როდესაც თავდასხმა ხორციელდება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანზე, რომელსაც ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით, მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მოქალაქე არის დაუცველი. მე არანაირ წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, რადგან იმედი მაქვს, რომ გამოძიებას ესმის, რამდენად სერიოზულად დგას საკითხი და იმედი მაქვს ძალიან სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს. ასევე ჩვენ უნდა დავფიქრდეთ უბრალოდ იმაზე, რა ქვეყანას ვაშენებთ, სად არიან ის ორგანოები, რომლებმაც თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ასე ლაჩრულად უსწორდებიან, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული, რათა ყველა მოქალაქემ საკუთარ ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნოს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. როგორც ალასანიამ განმარტა, დღეს ლევან მიქალაძე პრაქტიკულად მეორედ გარდაიცვალა, როდესაც მის მეგობარს მის საფლავზე ასე გაუსწორდნენ. პარტიის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოლიდარობა გამოხატა. "მე ვხვდები, რომ როდესაც ასეთი სოლიდარობის განცდა აქვს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ ამ უიმედობას, რომელიც სუფევს ქვეყანაში, ერთად დავძლევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ალექსი პეტრიაშვილი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება პარტიას", - განაცხადა ალასანიამ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)