10:42 - 22 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 17:18:18, 444 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენები - ეს არჩევნები საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან მნიშვნელოვნად აშორებს

ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენები - ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გერი კონოლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებენ.

როგორც კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ და NATO-ს ყველა ქვეყანა ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით დგას.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვით, ამომრჩეველთა დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებითა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით.

26 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენდა საქართველოსთვის ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, NATO-სა და EU-სთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული.

სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით, დასავლეთის დადანაშაულებით რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის მიღებით სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად და პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ეს ვერ დაამტკიცა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან.

საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა, რათა ხმა მიეცათ მოქმედი პარტიისთვის და უარი, გამოიძიონ ძალადობრივი თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც განსაზღვრავდა საქართველოს.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ნათლად უნდა ვთქვათ: შეერთებული შტატები და NATO-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროტესტის 115-ე დღეს აქციების განრიგი ცნობილია
სალომე ზურაბიშვილი - დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს
ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის გზებზე და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
უკრაინამ კურსკის რეგიონში ბევრი ტანკი დაკარგა, - Forbes
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics