|
2016-02-25 18:42:58, 488 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: მთავრობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება
„სპეკულაციებისთვის ადგილი რომ არ დავტოვოთ სჯობს მკაფიოდ ვთქვათ, რომ არანაირი ცვლილებები არ იგეგმება და წერტილი, ამ ეტაპზე“, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პირველის“ თოქ-შოუ „რვიანში“ განაცხადა. სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე ცვლილება არ იგეგმება და შეხვედრები, რომელიც იყო პრემიერთან არ არის დაკავშირებული შესაძლო ცვლილებებთან. „ეს არ გამორიცხავს იმას რაც ვთქვი, რომ ცვლილებები მუდმივად იქნება და ყოველთვის მოხდება და ის, რომ დღეს არ იგეგმება, არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც სამი თვის, ექვსი თვის მერე ან თუნდაც ოქტომბერში არჩევნები მოდის და ცხადია რომ ბევრი რამ შეიცვლება. ამ ეტაპზე ცვლილება არ იგეგმება და შეხვედრები, რომელიც იყო პრემიერთან არ არის დაკავშირებული შესაძლო ცვლილებებთან. ეს იყო უბრალოდ განხილვა თითოეული სამინისტროს სამოქმედო გეგმის, რით მოვედით დღემდე, რა გავაკეთეთ და რითი მივდივართ მომავალში. ასეთი პერიოდული მოსმენები ადრეც იყო ხოლმე, მაგრამ ბატონმა კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, რომ დავმსხდარიყავით და პრაქტიკულად ყოველ საღამოს იყო რომელიმე სამინისტროს მოსმენა. პირველი ეტაპი ჩამთავრდა და ამას უნდა მოჰყვეს მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი იყო ზოგადი მიმოხილვა და იქ გაკეთდა გარკვეული ფოკუსები იყო შეკითხვები. მეორე ეტაპზე უკვე დაწურული და ფოკუსირებული მოსმენები უნდა იყოს. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ისევ და ისევ ჩემს ნათქვამზე, მე ვთქვი რომ არ ვიცი და არა მგონია რამე ცვლილებები იგეგმებოდეს-თქო. ასე რომ სპეკულაცია რომ აგორდება სადღაც რომელიმე ექსპერტი ან ჟურნალისტი დაწერს უცნობ წყაროზე დაყრდნობით და იწყება განხილვა რაღაც უაზრო თამაშს დაემსგავსა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)