|
2016-02-25 18:39:24, 558 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: დღეს, საქართველოს ჰყავს პროდასავლური მთავრობა
„დღეს, საქართველოს ჰყავს პროდასავლური მთავრობა“, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პირველის“ თოქ-შოუ „რვიანში“ განაცხადა. სუბარის თქმით, საქართველოს მთავრობის კურსი არის პროდასავლური და ეს სამქეებითაც დამტკიცდა. „თინა ხიდაშელი ნამდვილად არის პროდასავლური მინისტრი და პროდასავლური ლიდერი, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნაკლებად პროდასავლურია, მაგალითად კვირიკაშვილი ან ნებისმიერი ვიცე-პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩემს თავსაც მივათვლი მათ რიცხვში და ნებისმიერ სხვასაც, რომელიც არის ამ მთავრობის წევრი. დღეს, საქართველოს ჰყავს პროდასავლური მთავრობა, დღეს საქართველოს ჰყავს პროდასავლური პარლამენტი. შეიძლება ამ პარლამენტში იყოს ერთი-ორი ადამიანი, რომელთაც განსხვავებული აზრი გამოუთქვამთ, მაგრამ მთლიანობაში კურსი არის პროდასავლური და ჩვენ ეს დავამტკიცეთ საქმეებით, ისეთი საქმეებით, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააკეთებდა წინა ხელისუფლება. როდესაც ლაპარაკობ პროდასავლურობაზე და თან ციხეებში ადამიანებს აწამებ, თან აკანონებ სასამართლოს, პრაქტიკულად უუფლებობას, არანაირ პროდასავლურობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. მე ხშირად ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, ცოტა შორსაც მივდივარ ხოლმე და ვამბობ იმას, რომ როდესაც საქართველოს ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც ადამიანების სოციალურ უფლებებს აბსოლუტურად უგულებელყოფდა და ღიად გამოაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომ საქართველოს ჰყავს ლიბერტარიანული მთავრობა, ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ სოციალურ პოლიტიკასთან, რომელსაც ატარებს და კატეგორიულად ითხოვს მისი ყველა წევრისგან ევროკავშირი. ასე რომ ლაპარაკი იმაზე, თითქოს სააკაშვილმა გაკვალა გზა ევროკავშირში და თითქოს მიდიოდა ამ მიმართულებით, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. რეალურად გზის გაკვლევა დაიწყო გაცილებით ადრე. კარგად გვახსოვს, ევროსაბჭოში როდის გაწევრიანდა ქვეყანა. ამის შემდეგ ბუნებრივია, სააკაშვილი ნაწილობრივ პრაქტიკითაც და ნაწილობრივ რიტორიკითაც აგრძელებდა ამ გზას, თუმცა, ევროკავშირის და ასოცირების გზას ვერ მიაღწევდა წინა ხელისუფლება იმ სოციალური პოლიტიკით, რომელსაც ის ატარებდა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით გარღვევა სწორედ აქ გაგვეკეთებინა. პოლიტიკა, რომელსაც ატარებს დღევანდელი ხელისუფლება, არის ყველაზე მეტად ახლოს ევროპის, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკასთან, იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ევროკავშირი, როგორც ინსტიტუცია ატარებს თავის შიგნით“,-განაცხადა სუბარმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ის პროქართულია. ამასთან, მისივე განცხადებით, დღეს პროქართულობა საქართველოს ინტერესების გატარებას ნიშნავს. „დღეს საქართველოს ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება. ხშირად ამბობენ, რომ არც პროდასავლური ვარ და არც პრორუსული. პროქართული ვარ. პროქართულობა დღეს ნიშნავს დასავლეთთან მაქსიმალურ ინტეგრაციას, ეს არის დღეს საქართველოს ინტერესი. პროქართულობა არის დღეს საქართველოს ინტერესის გატარება . საქართველოს ინტერესის გატარება ეს არის საგარეო პოლიტიკაში მაქსიმალური ინტეგრაცია დასავლეთთან, როგორც ევროკავშირთან, ისე ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან, ნატოსთან, ხოლო ქვეყნის შიგნით არის ამ დასავლური ღირებულებების, დემოკრატიული ღირებულებების რაც შეიძლება მეტად დანერგვა ქვეყანაში. ეს არის პროქართული კურსი ყველაზე მეტად და გულისხმობს, რაც შეიძლება მჭიდრო, სწრაფ, ძლიერ ინტეგრაციას დასავლეთთან. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან პროქართულები და არ არიან პროდასავლურები, ისინი ატყუებენ ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს. რეალურად, პროქართული კურსი ეს არის პროდასავლური კურსი საქართველოში,დასავლური ღირებულებების ერთგულება და ამას აკეთებს მთელი მთავრობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)