2024-10-09 11:06:40, 359 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი, 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ს მიერ, პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა, რაც აღნიშნულ ნომინაციაში ბაზისბანკის ზედიზედ მეორე საერთაშორისო აღიარებაა. Global Finance-ის დაჯილდოებაზე საერთაშორისო წარმატება ბაზისბანკის თანმიმდევრული ზრდის, ლიდერობის და კორპორატიულ საბანკო სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების მიწოდების დადასტურებაა. ბაზისბანკი 2024 წლის განმავლობაშიც დინამიურად ვითარდება და იურიდიული პირების დაკრედიტებით კვლავ მყარად იკავებს ადგილს ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში. „ბაზისბანკი საქართველოს ფინანსურ ინდუსტრიაში კორპორატიული საბანკო გადაწყვეტების შეთავაზების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ბანკია. გამოირჩევა სტაბილური ზრდით, კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომითა და რაციონალური მენეჯმენტით. ეს თვისებები ამყარებს ბანკის სანდოობას ბაზარზე და გამოარჩევს კონკურენტებისგან. ბანკის ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტურობა პრიორიტეტულია”,- ამბობს Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი, ვანდა რიჩი. „ბაზისბანკისთვის განსაკუთრებით საამაყოა მსგავსი საერთაშორისო აღიარება. აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის შრომის და ბიზნესებისთვის საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების დადასტურებაა. ჩვენ ვემსახურებით ჩვენი კლიენტების სტაბილურობისა და ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ჩვენს მიერ მიწოდებული პრაქტიკული და ეფექტიანი ფინანსური გადაწყვეტების მეშვეობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ვიყოთ გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს და ინდივიდუალურად ემსახურება თითოეულ მომხმარებელს, რაც ხაზს უსვამს ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის სანდო მეგზურს ფინანსურ სტაბილურობაში“,- აცხადებს ვახტანგ ვახანია, ბაზისბანკის კორპორატიული განყოფილების უფროსი. საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. ავტორი: R (რეკლამა), |
ომი უკრაინაშიხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|