02:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 17:35:10, 376 ნახვა

ანა ნაცვლიშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ თავს კანონზე მაღლა ხედავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან  გადაყენებას კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  რჩება შთაბეჭდილება, რომ ახვლედიანის შემთხვევაში, საბჭო შერჩევითი მიდგომის მქონეა და  დევნის მოსამართლეს, რომელმაც  საბჭოს მიმართ კრიტიკული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.

"მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. დღევანდელი  კანონმდებლობით, ერთადერთი, როდესაც შეიძლება სასამართლოს  თავმჯდომარე ვადაზე ადრე გაათავისუფლო  დაკავებული თანამდებობიდან, ეს არის დისციპლინური წესით ამ სანქციის  დაკისრება, მაგრამ დისციპლინური სამართალწარმოება ამ კუთხით არ ჩატარებულა. შესაბამისად, სრულიად გაუგბარია, რა კანონიერ საფუძველზე დაყრდნობით და რა უფლებამოსილებით მიიღო ახვლედიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. საინტერესოა რა დასაბუთებას დაწერს საბჭო. რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო არის შერჩევითი მიდგომის მქონე ამ შემთხვევაში  და ის დევნის მოსამართლეს, რომელმაც კრიტიკული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა საბჭოს მიმართ.

სამწუხაროა, რომ დღევანდელ კანონმდებლობაში საბჭო არ ექვემდებარება მაინცდამაინც ეფექტურ კონტროლს და ეს ნიშნავს იმას, რომ  საბჭო არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად და გუშინდელი შემთხვევა ნათლად აჩვენებს იმას, რომ საბჭო საკუთარ თავს ხედავს კანონზე მაღლაც", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics