|
2016-02-23 17:13:53, 478 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერობის კანდიდატად განიხილავენ
უკრაინის რადას ფრაქცია "თვით დახმარება" მიხეილ სააკაშვილს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად განიხილავს, - ამის შესახებ, ფრაქციის თავმჯდომარემ, იგორ სობოლევმა განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის სამ კანდიდატს შორის, ოდესის გუბერნატორიც არის. კიდევ ორი კანდიდატის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი უცხოეთის მოქალაქეა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი უკრაინაში, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტმა პრემიერი იაცენიუკი ვერ გადააყენა. ამის გამო, მმართველი კოალიცია რამდენიმე ფრაქციამ დატოვა. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად მიიჩნევს. ამის შესახებ მან, ანტიკორუფციულ ფორუმზე განაცხადა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)