2024-10-03 17:39:07, 367 ნახვა
ეკონომიკა
ქარქაშაძე - საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ალმათიში გამართულ საავიაციო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს აეროპორტებში საავიაციო უშიშროების მიმართულებით ბოლო წლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების აუდიტმა საუკეთესოდ შეაფასა. "ICAO-ს აუდიტმა აღიარა, რომ საქართველომ წარმატებით ჩააბარა საავიაციო უშიშროების აუდიტი და გააუმჯობესა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები 89.75%-ით, რაც საქართველოს აეროპორტებში ამ მიმართულებით გატარებული ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენ მაღალი სტანდარტებით უზრუნველვყოფთ მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მომსახურე პერსონალის დაცვას ტერორისტული თუ სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან. სამოქალაქო ავიაციის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების მიერ, ყველა აუცილებელი ზომა ტარდება, რომ ჩვენი აეროპორტები, ისევე როგორც საჰაერო ხომალდები დაცული იყოს შესაძლო თავდასხმისგან. ამ კუთხით, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე და ჩვენი ქვეყანა საავიაციო ბაზარზე კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება,-“განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარქაშაძემ. 3-დღიან ღონისძიებას სახელწოდებით ,,საავიაციო უსაფრთხოება თანამედროვე ეპოქაში“- ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის საავიაციო და სააეროპორტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია უმსხვილესი ჩინური კომპანია NUCTECH-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც მსოფლიოში აეროპორტების საავიაციო უსაფრთხოების აღჭურვილობის და ინსპექტირების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. უსაფრთხოების მიმართულებით NUCTECH-ს აღჭურვილი აქვს მსოფლიოს 450 აეროპორტი, მათ შორის საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტები",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), თბილისში ქუთაისელების აქცია-მსვლელობა იმართება
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა
ხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
სადამკვირვებლო ორგანიზაციები - ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების
|
ომი უკრაინაშიხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|