2024-10-03 15:38:13, 383 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთიმ“ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო
3 ოქტომბერი, 2024 - "ლიბერთი ბანკი" დასახელდა საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერ კომპანიად EMEA რეგიონში საერთაშორისო კომპანიების - Penki Kontinentai Group-ისა და Diebold Nixdorf-ის მიერ და გადაეცა ჯილდო "Leading Innovator in Banking Functionality Award 2024” ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის. ასევე, Penki Kontinentai Group-სა და "ლიბერთის" შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს. "ლიბერთი", უკვე რამდენიმე წელია მოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ბანკი წარმატებით პარტნიორობს Penki Kontinentai Group-თან, და მათ შორის BS/2 და ASHBURN International-თან, რომლებიც ჯგუფის შვილობილ კომპანიებს წარმოადგენენ. მათთან თანამშრომლობით წარმატებით დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები საბანკო ოპერაციების გასაუმჯობესებლად. დღეისათვის, "ლიბერთი" მომხმარებელს სთავაზობს 15-ზე მეტ ინოვაციურ ფუნქციონალს ბანკომატებში. მათ შორისაა: საერთაშორისო გზავნილების მიღება, სამომხმარებლო სესხის აღება, სოციალური მომხმარებლისთვის კომუნალური სერვისების გადახდა და თანხის შეტანა იურიდიული პირის ანგარიშზე. "ეს ჯილდო არის "ლიბერთი ბანკის" ლიდერობის დადასტურება საბანკო ინოვაციებში. ჩვენმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინსვლისკენ და აღტაცებით ვადევნებთ თვალს, თუ სად მიგვიყვანს იგი მომავალში. "ლიბერთის" ხედვა ემთხვევა ჩვენს მისიას, ხელი შევუწყოთ ციფრულ ტრანსფორმაციას საბანკო საქმეში. ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ მათ მიღწევებს და მიზნად ვისახავთ ხანგრძლივ პარტნიორობას",- განაცხადა Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარემ, იდრაკას დადაშოვასმა. "ჩვენთვის, ძალიან სასიხარულოა ეს საერთაშორისო აღიარება და პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება. აღნიშნულ კომპანიებთან Penki kontinentai Group და Diebold Nixdorf, მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათი მხრიდან ასეთი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს და "ლიბერთის", როგორც ინოვატორი ბანკის პოზიციას რეგიონში. "ლიბერთის" სტრატეგიაა უნივერსალიზაცია და ყველა საბანკო სერვისის გაციფრულება და დღეს, Penki Kontinentai Group - თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ინოვაციების დანერგვისა და განვითარების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია",- განაცხადა "ლიბერთის" ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელმა, გიორგი ქოროღლიშვილმა. Penki Kontinentai წარმოადგენს ლიეტუვურ ჰოლდინგს, რომლის შემადგენლობაში შედის BS/2 და Ashburn International. შვილობილი კომპანიების წყალობით აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ესპანეთში, კომპანია ემსახურება ბანკებს, ფინანსურ დაწესებულებებს, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების კომპანიებს. ძირითადი მიმართულებები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და დანერგვას, თვითმომსახურების არხების განაწილებას და აუთსორსინგს. BS/2-ის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაში. Penki Kontinentai უკვე 30 წელზე მეტია Diebold Nixdorf-ის, საბანკო და საცალო ვაჭრობის აღჭურვილობის გლობალური ლიდერის, ოფიციალური პარტნიორია. "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 652 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ავტორი: R (რეკლამა), თბილისში ქუთაისელების მსვლელობა იმართება [ვიდეო]
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა
ხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
სადამკვირვებლო ორგანიზაციები - ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების
|
ომი უკრაინაშიხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|